სლოვაკეთ-საქართველოს საზოგადოება
Login | Search
SK | GE | EN
Skip Navigation Links
ჩვენს შესახებ
საქმიანობა
საჭირო ინფორმაცია
ფოტოგალერეა
აფხაზეთი-Abkhazia
ცხინვალი-South Ossetia-Tskhinvali region
Slovak Visa info
PROTEST against Russian aggression & occupation 8/2008
მისამართი
SGS Activities & Info
Info from Official Sources
დაგეგმილი საქმიანობა
Scroll up
Scroll down
The Power of Georgian Dance-სუხიშვილი-Georgian State Dance Company
Scroll up
Scroll down
Adresses & Links
Have a Look
სლოვაკური და ქართული კერძები
ქართული ღვინო
Scroll up
Scroll down
Gruzinsko-Georgia-საქართველო
Slovensko-Slovakia-სლოვაკეთი
Racha-რაჭა: სლოვაკური და ქართული
PROTEST against Russian aggression & occupation 8/2008
protest X 2006/პროტესტი X 2006
...
Icons of Vladimir Blaho
Scroll up
Scroll down
Gruzinsko-Georgia-საქართველო
Adjara-აჭარა
Kakheti - კახეთი
Imereti - იმერეთი
Samtskhe-Javakheti (სამცხე-ჯავახეთი)
Scroll up
Scroll down
რუსეთის აგრესია
Humanitarian Aid to Georgia
Scroll up
Scroll down

Links

  • ქართული რაჭა (ფოტოები)
  • სლოვაკური რაჭა (ფოტოები)

Links

  • Na cestě po Kachetii — Česká televize / On the road..in Kaxeti...document of Czech TV
  • Na cestě po Svanetii — Česká televize / On the road..in Svaneti...document of Czech TV
Skip Navigation Links>საჭირო ინფორმაცია
Adresses & Links
Have a Look
სლოვაკური და ქართული კერძები
ქართული ღვინო

ამერიკა-საქართველოს შორის თანამშრომლობის ქარტია (9.I.2009)

ამერიკა-საქართველოს შორის თანამშრომლობის 6-გვერდიანი დოკუმენტი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. დოკუმენტის მთავარი პუნქტების მიხედვით, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ეფუძნება საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს, მათ შორის დემოკრატიის, ეკონომიკური თავისუფლების განვითარებას, უსაფრთხოებას და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას, სამართლის უზენაესობის განმტკიცებას და ადმიანის უფლებების პატივისცემას, ყველა იძულებით გადაადგილებული პირისა და დევნილის უსაფრთხო და ნებაყოფილობითი დაბრუნების უფლების ჩათვლით; ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიღწევების მხარდაჭერასა და ევრაზიაში ენერგეტიკის უსაფრთხოების გაძლიერებას.

ქარტიის მიხედვით, მხარეები აცხადებენ, რომ მათ საერთო მიზანს წარმოადგენს საქართველოს სრული ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, თავდაცვისა და უსაფრთხოების სტრუქტურებში, საქართველოს მიერ აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების საფუძველზე.
თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების უწყებებზე დაყრდნობით, ამერიკის შეერთებული შტატები მხარს დაუჭერს საქართველოს შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციას და თავდაცვისუნარიანობის გაზრდას.

ამერიკის შეერთებული შტატები დაეხმარება საქართველოს ომის შემდგომ რეკონსტრუქციასა და ფინანსურ სტაბილურობაში, ქვეყანაში სიღარიბეში მყოფი პირების რაოდენობის შემცირებაში, ჯანდაცვისა და განათლების სისტემებში ინვესტირებაში ქვეყნის ყოველი მოქალაქის კეთილდღეობისათვის.

ქარტიის პუნქტები ასევე ითვალისწინებს საქართველოსა და აშშ-ს შორის ვაჭრობის გამარტივებას. კერძოდ, ქარტიის საფუძველზე ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გაფორმდება.

გამარტივდება ვიზები ამერიკის შეერთებულ შტატებში კულტურის, განათლების, ბიზნესის, სამედიცინო სფეროს კვალიფიციური პირებისთვის. აშშ საქართველოს დაეხმარება თავისუფალი მედიისა და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში.

© 2007 Digital Solutions